თავში

ბოსტნეული და ბაღჩეული 6.1 პროცენტით გაძვირდა

ბოსტნეული და ბაღჩეული 6.1 პროცენტით გაძვირდა
ბოსტნეული და ბაღჩეული 6.1 პროცენტით გაძვირდა

ერთ თვეში, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში ბოსტნეული და ბაღჩეული 6.1 პროცენტით გაძვირდა. ეს საქსტატის ინფლაციის იანვრის მონაცემებით დასტურდება. 

აგროსპეციალისტები მიზეზად სეზონურობას ასახელებენ. ბოსტნეულის უმეტესობა გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოდის, ამიტომაც ზამთარი ამ კულტურებისთვის არასეზონური პერიოდია და, როგორც წესი, ამ დროს პროდუქტი ძვირდება.

მათივე განმარტებით, ქვეყანაში თითქმის ნულოვან დონეზეა განვითარებული სასწყობო მეურნეობა, ამიტომაც ფერმერებს პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს და ქვეყანა არასეზონურ პერიოდში თითქმის მთლიანად იმპორტზე ხდება დამოკიდებული, რაც ადგილობრივ ბაზარზე მის ფასს ზრდის.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 3.3 პროცენტითაა გაძვირებული 2019 წლის ნოემბერთან შედარებით. ხილბოსტანი 2020 წლის დეკემბერში გაძვირებულია ერთი თვის ჭრილშიც. ანუ 2020 წლის დეკემბერში ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით იმავე წლის ნოემბერთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system