თავში

ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის სახელობითი მონეტა მოიჭრა

ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის სახელობითი მონეტა მოიჭრა
ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის სახელობითი მონეტა მოიჭრა

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის პატივსაცემად სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს.

ეს ლეგენდარული კოლექტივისადმი მიძღვნილი პირველი მონეტაა სერიაში, რომელთა გამოშვებას დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა აპირებს.

სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტში იქნება წარმოდგენილი: ოქროსგან, ვერცხლისგან და ჩვეულებრივი მონეტები. ფასები 13-დან 2220 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system