თავში

BTK-ით 21 ათასი კონტეინერის ტრანზიტი განხორციელდა

BTK-ით 21 ათასი კონტეინერის ტრანზიტი განხორციელდა
BTK-ით 21 ათასი კონტეინერის ტრანზიტი განხორციელდა

მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ 21 ათასი კონტეინერი გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წელს, როდესაც სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციაში შევიდა, მისი მეშვეობით 307 კონტეინერი გადაიტანეს, ხოლო მიმდინარე წლის 11 თვეში ეს რიცხვი 20 526-მდე გაიზარდა.

ტრანსპორტირებული საქონლის უმეტესობას ფერადი მეტალურგია და ქიმიური პროდუქტები, აგრეთვე მარცვლეული პროდუქტები, ქსოვილები, ცხოველების საკვები და სამშენებლო მასალები წარმოადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system