თავში

ბუმიდან რეცესიაში - BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი ცნობილია

ბუმიდან რეცესიაში - BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი ცნობილია
ბუმიდან რეცესიაში -  BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი ცნობილია

2020 წლის პირველი კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „ბუმის“ მეოთხედიდან (პოზიტიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) „რეცესიის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) გადაინაცვლა.

როგორც report.ge-ს ბინზნესასოციაციაში განუმარტეს, ეს იმას ნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები უარყოფითად შეაფასეს.

კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -44.5 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა - 47.4 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). გამოკითხვის შედეგები მკვეთრად გაუარესებულია წინა კვარტალთან შედარებით, კერძოდ, იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასოციაციის წევრები არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებდნენ +29.5 ქულა, მკვეთრად დადებითი იყო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც +53.1 ქულა, შესაბამისად, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი 2019 წლის მეოთხე კვარტალში პოზიტიური იყო.

"მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოთხივე სექტორში (მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა, მშენებლობა) უმეტესწილად უარყოფითად შეფასდა. აქედან, აღსანიშნავია მომსახურებისა და მშენებლობის სექტორების მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები მაშინ, როცა ვაჭრობის სექტორი შედარებით ზომიერია უარყოფით მოლოდინებში, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ სექტორის გარკვეულ ნაწილს (სურსათისა და სააფთიაქო ქსელები, სხვა) არ შეეხო საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომელიც მიუხედავად უარყოფითად შეფასებული მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ მხარდაჭერის მოლოდინის უნდა ეფუძნებოდეს," - აღნიშნავენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

შეგახსენებთ, BAG ინდექსი საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასების ინდიკატორია, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO-ს, ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად აწარმოებს.

სპეციალური კითხვარის მეშვეობით BAG-ის წევრი კომპანიები (კონფიდენციალურობა სრულად დაცულია) აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებს, რომელთა გასაშუალოებითაც მიიღება BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ინდექსის პირველი კვლევა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩაატარა, რომელმაც შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების განწყობები და მოლოდინები შესაბამისად, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით.
მეორე კვლევა კი ჩატარდა 2020 წლის აპრილში, რამაც უფრო თვალსაჩინო გახადა ტენდენციები წინა პერიოდთან, ანუ რიგით 1-ელ კვლევაში გამოვლენილ შედეგებთან მიმართებაში. 

დღეიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იწყებს კვლევის შედეგების ეტაპობრივად წარდგენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system