თავში

ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაორმაგდა

ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაორმაგდა
ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაორმაგდა

ჩამოწერილი სესხების მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. ამის მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტები საბანკო სექტორში არსებულ პრობლემას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კრიზისი, ფაქტობრივად დაწყებულია. როგორც ექსპერტი ლია ელიავა report.ge-თან ამბობს, გადახდისუნარიანობის კლებამ სერიოზული ფინანსური პრობლემა შეუქმნა, რის გამოც ბიზნესსა და რიგით მოქალაქეებსაც სესხების მომსახურება უფრო და უფრო ჭირთ. 

,,ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ უმოქმედო სესხების ზრდა ბუნებრივია, ბიზნესსა და მოსახლეობაში არსებულმა პრობლემამ დიდი დანაკარგები გამოიწვია საბანკო სექტორში, რის გამოც ბანკები იძულებული არიან, სესხები ჩამოწერონ. ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკა ჩაკეტილი იყო. ცხადია, ბიზნესი დაკარგულ ძალებს თანდათან აღიდგენს და მოსახლეობაც შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას, მაგრამ ამას დრო სჭირდება. 2021 წელი, სავარაუდოდ, ბევრად მძიმეა, ვიდრე 2020 წელი, წლის ბოლომდეც ბევრი პრობლემა იჩენს თავს, მათ შორის, საბანკო სექტორში. ალბათ, ჩამოწერილი სესხების რაოდენობაც კიდევ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, სერიოზულ გართულებას, კრიზისს, საბანკო-საფინანსო ბაზარზე ნაკლებად ვვარაუდობ. რაც არ უნდა იყოს, ბანკები გაუძლებენ ამ დარტყმას, მთავარია, ეკონომიკამ სწრაფად დაიწყოს გამოცოცხლების პროცესი. ცხადია, ანკი თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია და სესხების ჩამოწერა დიდ პრობლემას შეუქმნის", - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

ანალოგიური მიზეზით ხსნის სესხების ჩამოწერის  ნეგატიურ სტატისტიკას პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესის გადახდისუნარიანობა მკვეთრად გაუარესებულია.

,,ბანკებს სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არ აქვთ და იძულებული არიან სეესხები ჩამოწერონ, ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ბევრი კომპანია ბანკროტშია, ათასობით რეგისტრირებული ფირმა დაიხურა და ბევრი საქმიანობის შეჩერებას აპირებს. ასეთ სიტუაციაში კომერციულ ბანკებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ სესხები ჩამოწერონ.  რეალურად ძალიან რთული მდგომარეობაა. ველოდები, რომ სესხების გაიაფდება, დაწყებულია ეს პროცესი და მომავალშიც გაგრძელდება, რომ რაღაც დონეზე მაინც მოთხოვნა გაჩნდეს, მაგრამ არსებით ცვლილებას არ ველოდები", - ამბობს თუთბერიძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის (სებ) 2021 წლის იანვრის მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 10.6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ჩამოწერილი სესხეობის რაოდენობამ 15.4 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სებ-ის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" აღნიშნული, იანვარში 4.8 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 4.9 მლნ ლარი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system