თავში

ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება - რთველის სოციალური პოლიტიკა

ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება - რთველის სოციალური პოლიტიკა
ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება - რთველის სოციალური პოლიტიკა

„სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“ - ამის შესახებ ხატია წილოსანმა ქალ მეღვინეებთან შეხვედრისას განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თელავის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობას გაეცნო.

„მცირე მარნების წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინო საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილს იმკვიდრებს. სახელმწიფო გააგრძელებს მცირე მარნების განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. ამ დრომე ინდუსტრიულად გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი. პროცესის ორგანიზებული მართვის პასუხისმგებლობა რთველის საკოორდინაციო შტაბმა აიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system