თავში

ჭიაბერაშვილი თურნავას: რას უპირებთ ლარს, მევენახეებს, ინფლაციას

ჭიაბერაშვილი თურნავას: რას უპირებთ ლარს, მევენახეებს, ინფლაციას
ჭიაბერაშვილი თურნავას: რას უპირებთ ლარს, მევენახეებს, ინფლაციას

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე მისულ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა: "რას უპირებთ ლარს, მევენახეებს, ინფლაციას?"

დეპუტატის თქმით, ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა, რაც სრულიად გაუგონარი ფაქტია. ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა უმუშევრობის შემდეგ, ყოველდღიურად გაზრდილი ფასებია.

„სრულიად გაუგებარია მოქალაქებისთვის ის, რომ რაც მათ სჭირდებათ იმ პროდუქტებზე ფასები განუხრელად იზრდება. კახეთში ახლა რთველია და ყურძნის ფასი არასდროს არ იზრდება. თქვენი ხელისუფლების პირობებში არამარტო ლარმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა, არამედ ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩამოვიდა, რაც სრულიად გაუგონარი ფაქტია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system