თავში

ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი-საქართველოს საექსპორტო ქვეყნები

ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი-საქართველოს საექსპორტო ქვეყნები
ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი-საქართველოს საექსპორტო ქვეყნები

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).

გასული წლის 9 თვესთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი 184.4%-ით გაიზრადა, ხოლო აზერბაიჯანში შემცირდა 9.3%-ით, რუსეთში კი ექსპორტმა 16,8%-ით იკლო.

მიმდინარე წლის 9 თვეში განხორციელებული ექსპორტის სიდიდით პირველი ხუთეული ასეთია: 

1. ჩინეთი: მთლიან ექსპორტში ჩინეთში გატანილი საქონლის მოცულობა 14.8%-ია.

2 აზერბაიჯანი: მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანში გაყიდული საქონლის მოცულობა 13.6%-ია.

3. რუსეთი: ჩრდილო მეზობელთან გატანილი ქართული ნაწარმის წილი მთლიან ექსპორტში 12.8%-ს უტოლდება.

4. ბულგარეთი: მთლიან ექსპორტში ბულგარეთის წილი 9.6%-ია

5. უკრანა: უკრაინაში გატანილი ქართული პროდუქტების წილი მთლიან ექსპორტში 6%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system