თავში

ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი - უმსხვილესი საექსპორტო სამეული

ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი - უმსხვილესი საექსპორტო სამეული
ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი - უმსხვილესი საექსპორტო სამეული

საქსტატის საგარეო ვაჭრობის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (418.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (364.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (351.2 მლნ. აშშ დოლარი).

წინა წელთან შედარებით, 2020 წლის 10 თვეში ექსპორტი ჩინეთში გაზრდილია 180.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანში შემცირებულია 10.5%-ით, ექსპორტის 14.2%-იანი კლებაა რუსეთში, თუმცა ექსპორტის მთლიან სტრუქტურაში ეს ქვეყნები მაინც მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნებში განხორციელებულ ექსპორტსა და მის წლიურ ცვლიელებას იხილეთ ცხრილში:

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია. 

აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია). 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვაროქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system