თავში

ჩინეთი მრავალრიცხოვანი ქვეყნისს სტატუსს კარგავს

ჩინეთი მრავალრიცხოვანი ქვეყნისს სტატუსს კარგავს
ჩინეთი მრავალრიცხოვანი ქვეყნისს სტატუსს კარგავს

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ჩინეთის მოსახლეობა იმდენად სწრაფი ტემპით მატულობს, რომ ის მიმდინარე საუკუნის პირველ ნახევარში მრავალრიცხოვანი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს. მისი თქმით, დიდი ალბათობაა, 2045-2050 წლებისთვის ინდოეთი გახდეს მოსახლეობის სიდიდით ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. სტატისტიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ინდოეთი წარმატებით ახერხებს სიღარიბის ზღვარის დაძლევასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებას მაღალ დონეზე, რითაც იგი მსოფლიო ბაზრებზე უფრო მოთხოვნადი და კონკრენტუნარიანი ხდება.

ამდენად, როგორც სოსო არჩვაძე ირწმუნება, რაჯ კაპურის ფილმებიდან მიღებული წარმოდგენა ინდოეთზე რადიკალურად შეიცვლება.

,,ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის ზრდის ტენდენცია საკმაოდ დამაფიქრებელი და საყურადღებოა. სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 20 წელიწადში ინდოეთის მოსახლეობამ მოიმატა თითქმის 2-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ჩინეთისამ. ამასთან, ინდოეთის მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკი, რომელიც 2 თანაბარ ნაწილად ყოფს ქვეყნის მოსახლეობას, არის ზუსტად 11,6 წლით ახალგაზრდა, ვიდრე ჩინეთისა ანუ  ჩინეთის მედიანური ასაკი 38,4 წელია, დაახლოებით იმდენივე, რაც საქართველოშია. რაც უფრო ახალგაზრდაა ქვეყანა მოსახლეობის მხრივ, მეტი პერსპექტივა აქვს  ახალი ტექნოლოგიების ცოდნის ათვისების,  და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის. 1995 წლის შემდეგ  ინდოეთში სიღარიბის ზღვარი დაძლია  დაახლოებით 600 მილიონმა ადამიანმა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ევროპის მოსახლეობა. ტრადიციული წარმოდგენა ინდოეთზე, რაც  რაჯ კაპურის ფილმებიდან გვქონდა, რადიკალურად უნდა შევცვალოთ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ადგილი აქვს ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებას  მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა, მსოფლიო ბაზარზე ინდოელები სპეციალისტები  სულ უფრო კონკურენტუნარიანი  და მოთხოვნადი ხდებიან. ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, კონკურენტუნარიანობაც და დემოგრაფიული ფაქტორიც თანდათან მათ სასარგებლოდ გადაიხრება და რამდენად შეძლებს ჩინეთი ამ გამოწვევისთვის ადეკვატური პასუხის გაცემას, ამას დრო გვიჩვენებს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება დემოგრაფიულ სურათს ჩინეთში, როგორც ქართველი  სტატისტიკოსი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2045-50 წლებისთვის ინდოეთი გახდება მოსახლეობის რაოდენობით პირველი და სპორტული ტერმინით - ,,ლიდერის ყვითელ მაისურსაც მოირგებს". 

,,ჩინეთის ხელისუფლებამ 2016 წლიდან გააუქმა 1 -ზე მეტი შვილის ყოლის აკრძალვა, ამან ვერ შეცვალა მდგომარეობა, რადგან 2 თაობაზე მეტი წამოვიდა ისეთი, რომელიც შეეგუა, შეეჩვია ოჯახში თითო ბავშვის ყოლას და ამ სტერეოტიპის და ჩვევისგან თავის დაღწევის მსურველი მაინც და მაინც ბევრი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაუქორწინებელი მამაკაცების რაოდენობა,  20-დან 50 წლამდე, დაახლოებით 45 მილიონით მეტია, ვიდრე იმავე საკში გასათხოვარი ქალი, ფაქტობრივად, ესეც ახდენს გავლენას ჩინეთის მოსახლეობის ზრდის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, ჩინეთში სტარტი აიღო ამ ქვეყნის მოსახლეობის მეშვიდე საყოველთაო აღწერამ, რის შედეგებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ ამ ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. ამ საუკუნის პირველი ოცი წლის განმავლობაში ინდოეთის მოსახლეობის აბსოლუტური მატება თითქმის ორჯერ აღემატებოდა ჩინეთის ანალოგიურ მაჩვენებელს და მოსახლეობის მატების არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში ჩინეთს უკვე ამ საუკუნის პირველ ნახევარში ემუქრება მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის სტატუსის დაკარგვა", - აცხადებს სტატისტიკოსი.

ცნობისთვის, სოსო არჩვაძე report.ge-თან იუწყება იმასაც, რომ ჩინეთში მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად მობილიზებულ პირთა რაოდენობა ორჯერ აღემატება საქართველოს მთელ მოსახლეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system