თავში

ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები

ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს უმსხვი
ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1 პროცენტით მეტია). 

2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (198.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (159.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (152.2 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯანზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 12.7%-ი მოდის, ხოლო რუსეთზე 13.3%. ჩინეთში კი გაყიდულია საქართველოს მთლიანი ექსპორტის 16.6%-ი. 

წელს იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტი 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით გაზარდა 2.6%-ით, რუსეთში 26.8%-ით, ხოლო ჩინეთში 52.9%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system