თავში

ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა

ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა
ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა

ჩინეთის კაპიტალის ბაზრებზე დადებითი გავლენა იქონია ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებამ, ვინაიდან მისგან კონსტრუქციული სავაჭრო პოლიტიკაა მოსალოდნელი. 

ასე ფიქრობენ "გალტ&თაგარტის" საერთაშორისო ბაზრის ანალიტიკოსები. ორგანიზაციის დღეს გამოქმეყნებულ  გლობალური ბაზრების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ (9 ნოემბერს) ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა. 

"მოგვიანებით, კვირის განმავლობაში ინვესტორების განწყობები ჩინეთზე გაუარესდა, ვინაიდან ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა - ამერიკელებს აუკრძალა ინვესტირება ისეთ ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ჩინეთის სამხედრო სექტორთან არიან დაკავშირებული. შანხაის კომპოზიტმა კვირა ორშაბათის მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებ ნიშნულზე დაასრულა," ვკითხულობთ მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ჩინეთის შანხაის კომპოზიტური ინდექსი ოქტომბრის ბოლოს უმნიშვნელოდ შემცირდა (- 1.5% თ/თ).

ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 4.9%-ით გაიზარდა .მსხვილ ეკონომიკებს შორის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკამ სწრაფ გაუმჯობესებას მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს 1.9%-ით გაიზრდება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი - 8.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 

პოზიტიური ეკონომიკური შედეგების პარალელურად ჩინური იუანი განაგრძობს გამყარებას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system