თავში

ჩინეთმა საგარეო ვაჭრობის ზრდა მოახერხა

ჩინეთმა საგარეო ვაჭრობის ზრდა მოახერხა
ჩინეთმა საგარეო ვაჭრობის ზრდა მოახერხა

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდის დადებითი მაჩვენებლით:

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი);

ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

კერძო კომპანიების იმპორტის და ექსპორტის მოცულობა 11.1 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და შეადგინა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 46.6 %.

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system