თავში

ჩინეთმა საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმის შედეგები შეაფასა

ჩინეთმა საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმის შედეგები შეაფასა
ჩინეთმა საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმის შედეგები შეაფასა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს 6 კორიდორს, 6 ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ, ჩინეთ- საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში კი უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინეთი აცნობიერებს, რომ  საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, ამიტომ ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა თავის გამოსვლისას სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს პრეზენტაცია, ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში ჩინეთიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system