თავში

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა
ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ეს არის მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ. 

20 იანვრიდან Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა.

შეგახსენებთ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.

კორონავირუსის გამო ქვეყანა საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს და, ბუნებრივია,  ამ ქვეყანაში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. 

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system