თავში

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება 37,8%-ით იზრდება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება 37,8%-ით იზრდება
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება 37,8%-ით იზრდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 2,371,630,000-ლარიანი ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

მომავალ წელს 37,8%-ით (853 მილიონი ლარი) გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები, დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 21-იანი კმ მონაკვეთის მშენებლობა, დაიწყება თბილისი-საგარეჯოს 30 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა,ე. წ. მთის გზების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაღდათი-აბასთუმნის, ზემო იმერეთი-რაჭის და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

მომავალ წელს დასრულდება მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის 11 პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდება 85 კმ გზა და განხორცილდება 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება. გაგრძელდება ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ზესტაფონის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system