თავში

ჩრდილოვანი დასაქმების გამო უმუშავერთა რეგისტრაცია პრობლემაა

ჩრდილოვანი დასაქმების გამო უმუშავერთა რეგისტრაცია პრობლემაა
ჩრდილოვანი დასაქმების გამო უმუშავერთა რეგისტრაცია პრობლემაა

პროფკავშირების პან-ევროპულმა რეგიონულმა საბჭომ (PERC) კოვიდ19-ის მორიგ სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი დღეს ჩრდილოვანი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობა იყო. შეხვედრაზე ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, შეფასდა და განხილული იქნა საქართველოში, შრომით სფეროში შექმნილი მდგომარეობა. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განმარტა, შრომის სფეროში არსებობული პრობლემის შედეგია, რომ დღემდე არ არის გარკვეული ვინ იყო იყო დასაქმებული, რა ნაწილი უჭირავს არაფორმალურ დასაქმებას და ვის სჭირდება მინიმალური 300-ლარიანი დახმარება, რა მხრივაც დღეს სრული ქაოსია.

,,დღესდღეობით იმის იდენტიფიცირებაც არ შეუძლია სახელმწიფოს, რომ დახმარების მიმღებთა კატეგორია სწორად შეარჩიოს.  ელემენტარული ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ იყო დასაქმებული და ვინ - არა. შეიძლება დავეყრდნოთ მხოლოდ ,,საქსტატის" მომაცემს, რომელიც გვეუბნება, რომ შრომის ბაზარზე 48%-ს არაფორმალური დასაქმება შეადგენს. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების რეგისტრაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. შეეძლოთ,  ამ ადამიანებს გადასახადის სახით, თუნდაც 0,5% გადაეხადათ და სახელმწიფოს ამ ფორმით ჰქონოდა წარმოდგენა სექტორში დასაქმებულების შესახებ. 2003 წლიდან დაიწყო შრომითი ინსტიტუტების  ბაზრის ნგრევა, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოებს გააჩნია. ჩვენ გვქონდა იგი, შეიძლება არ მუშაობდა, მაგრამ რაც იყო, ისიც დავანგრიეთ. ასეთ პირობებში კი მთავრობამ კეთილი ინებოს და დაადგინოს, 300 ლარიანი დახმარება, რაც გაიცემა, შეადგენს თუ არა დასაქმებულების 48%-ს.  დღეს ამ ხალხს ყოველდღიურად თავის გატანა უჭირს, არ აქვს დანაზოგი და საბანკო სექტორის ტყვეობაში მყოფს სასესხო ვალდებულებების გადახდაც არ შეუძლია", - აცხადებს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ თავის დროზე დიდი შეცდომა იყო შრომის წიგნაკების გაუქმება, რადგან მისი არსებობის შემთხვევაში მთავრობას არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების იდენტიფიცირება არ გაუჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროფკავშირების პან-ევროპულმა საბჭომ (PERC), COVID 19–ის პანდემიის პირობებში, მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system