თავში

"ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ" - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია

"ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი
ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია

ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ – მობილური ოპერატორების დახმარება აუცილებელია, – ამის შესახებ განცხადებას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია და მასში შემავალი სუბიექტები ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციაში შემავალი სუბიექტების იდეები ფოკუსირებულია საკომუნიკაციო საშუალებების ერთიანი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე – უბრალოდ კავშირი ინტერნეტსა თუ სატელეფონო ქსელთან.

,,მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა (MVNO) ასოციაციისა და მასში შემავალი სუბიექტების სახელით, გვსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი სურვილი სატელეკომუნიკაციო სფეროში, კერძოდ, მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

ჩვენი ასოციაცია სამი ორგანიზაციის მიერ (შპს ჯი ენსი, შპს ინექსფონი, შპს მაიფონი) დაფუძნდა საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარების მიზნით. MVNO არის საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული სრულიად ახალი ტიპის ბიზნეს-მოდელი, რომელიც გულისხმობს მობილური ქსელის აბონენტებისთვის მათზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას, სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენციის მნიშვნელოვნად გაზრდას – შესაბამისად ინდუსტრიის ახალ საფეხურზე გადაყვანას.

MVNO (Mobile Virtual Network Provider) – არის ისეთი ტიპის მობილური ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა და იყენებს არსებული მობილური ოპერატორების რესურსებს საკუთარი სერვისის გასაწევად (გადამცემი ანძები, მაგისტრალური ქსელი და ა.შ.). გამომდინარე აქედან, მისი ფოკუსი ნაცვლად ინფრასტრუქტურული მიმართულების მართვა/განვითარებისა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა ვიწრო აუდიტორიებზე და მათთვის მაქსიმალურად მორგებული და საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე.

მსოფლიო ტენდენციებმა გვიბიძგა აქტიურად ჩავრთულიყავით მობილური კომუნიკაციების განვითარებაში. გვსურს ჩვენი გამოცდილება, ჯანსაღი ამბიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებას მოვახმაროთ, რომელსაც ტრადიციული ქსელის ოპერატორები (MNO-ები) არ ქმნიან", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system