თავში

"ჩვენი საქართველო" ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს პასუხს სთხოვს

"ჩვენი საქართველო" ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს პასუხს სთხოვს
ჩვენი საქართველო ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს პასუხს სთხოვს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. 

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგინთან" დადებულ საეჭვო ხელშეკრულაბაზე დასმულ კითხვას არცერთხელ არ უპასუხა. ამიტომ პარტია საჯაროდ მიმართავს ეკონომიკის სამინისტორსა და უწყების ხელმძღვანელს.

report.ge პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

კარგია, რომ ეკონომიკის მინისტრი ამჯერად მაინც არ არღვევს რეგლამენტს, მისი კოლეგების მსგავსად და თავს არ არიდებს ინტერპელაციის წესით პარლამენტში კითხვებზე პასუხის გაცემას. ამავე დროს ჩვენი პარტიისთვის, მიუღებელია საქართველოს მთავრობის შერჩევითი დამოკიდებულება და ფავორიტიზმი, როცა ის მხოლოდ მათთვის კომფორტული ოპონენტების დაძახებულზე ცხადდება პარლამენტში.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სხვადასხვა წესით, საჯაროდ, ოფიციალური მიმართვისა, თუ სადეპუტატო კითხვის მეშვეობით მიგვეღო პასუხი კითხვაზე, რა როლი და ფუნქცია აქვს კომპანია „ელ გრინ“- ს აზერბაიჯანიდან ელექტრო ენერგიის იმპორტში?! სამწუხაროდ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

ამიტომ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ღია წერილითა და კითხვით, მიმართავს ეკონომიკის მინისტრს და ვითხოვთ პასუხს, ელიტური კორუფციის სქემაზე. ჩვენს მიერ არაერთხელ წამოწეული საკითხზე „თავისუფლების მონიტორმა“ საგამოძიებო სიუჟეტიც გააკეთა, თუმცა ნათია თურნავამ მათ კითვებსაც არ უპასუხა.

სქემას, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები მალავენ და რომლის კრიტიკაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ქობულიას ეკონომიკის მინისტრობა შეიწირა, სულ მალე კი შესაძლოა ელექტროენერგიის ფასის გაძვირებაც მოჰყვეს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება აზერენერჯი, თავს უყრის თბოსადგურებიდან და რამდენიმე დიდი და მცირე ჰიდროელექტქროსადგურიდან გამომუშავებულ დენს. ელექტროენერგიას ანაწილებს ქვეყნის შიგნით, ნაწილი კი გააქვს ექსპორტზე. თუმცა საქართველომ, ელექტროენერგიის შესყიდვაზე, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი თქვა და აღნიშნულს შუამავალი კომპანია „ელგრინის“ მეშვეობით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელგრინის“ წარმომადგენლები არიან: პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, დაცვის სამსახურის უფროსი სულხან პაპაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ყოფილი მოადგილე პაატა ჟღენტი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ფოთელი, ბიზნესმენი გიორგი კუხალეიშვილი. შუამავალი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სულხან პაპაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან დაახლოებული პირია.

2019 წელს საქართველომ მილიარდ 102 მილიონი კილოვატ საათი აზერბაიჯანული ელექტროენერგია შეიძინა. ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს ერთი კილოვატი დენი დაახლოებით 4.3 ცენტად მიყიდა, გამოდის, რომ „ესკოს“ პირდაპირ რომ ეყიდა ელექტროენერგია, საქართველოს უნდა გადაეხადა 47 386 000 დოლარი, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ელექტრო ენერგიაში 55 529 000 დოლარი გადაიხადა.

თუ ამ წელს „ესკოს“ მიერ აზერბაიჯანული დენის იმპორტში გდახდილ თანხას გამოვაკლებთ რიცხვს, რომელიც დაფიქსირებულია აზერბაიჯანული სტატისტიკის მონაცემებში, სხვაობა გამოდის რვა მილიონ 143 ათასი დოლარი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სქემა უკვე მეხუთე წელია მოქემედებს მაშინ 2020 წლის ბოლოს სავარაუდოდ სხვაობა მიაღწევს 35 მლნ დოლარს. ეს არის სწორედ ის თანხა რომელიც შუამავალ კომპანია „ელგირნს“ 2020 წლის ბოლოს დარჩება.

აქედან გამომდინარე, ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ მინისტრი და მთლიანად მთავრობა ვალდებულია ნებისმერი დეპუტატის კითხვას უპასუხოს, მიუხედავად მისი სიმწვავისა. სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისევ არჩია მის ფავორიტ ოპოზიციასთან ერთად, მწვავე დებატების იმიტაცია შეექმნა, ნაცვლად მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემისა,"- აცხადებენ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system