თავში

Conde Nast-ის ოთხ გამომცემლობაში საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდა

Conde Nast-ის ოთხ გამომცემლობაში საქართველოს შესახებ სტატიები გამ
Conde Nast-ის ოთხ გამომცემლობაში საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალებების გამოყენებით გრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინასტრიის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბერში Conde Nast-ის ოთხ ონლაინ გამომცემლობაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტო რეპორტაჟები მომზადდა.

“5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს. სტატიების პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე სპეციალური პოსტები იტვირთება საქართველოს შესახებ, სადაც ე. წ. „სთორი“ და მოკლე ვიდეო რგოლებია განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულებაა აღწერილი. მრავალენოვან სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები, მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს საქართველოში არსებულ სამთო-ბილიკებს, რომელიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს მოიცავს.

სტატიებში აღწერილია სპა-კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.

ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system