თავში

covid-19-ის გამო ხალხი რეგიონებს დაუბრუნდა

covid-19-ის გამო ხალხი რეგიონებს დაუბრუნდა
covid-19-ის გამო ხალხი რეგიონებს დაუბრუნდა

დიდი ქალაქებიდან რეგიონებში საცხოვრებლად გადასული ოჯახების რაოდენობა მატულობს. მართალია, ამ დინამიკის აღმნიშვნელი სრული ოფიციალური მონაცემი არ გვაქვს, თუმცა რეგიონებში მცხოვრებლები გვიდასტურებენ, რომ ფაქტობრივად არ არსებობს დასახლებული სოფელი, რომელსაც რამდენიმე ასეთი ოჯახი არ ეგულება.

რაჭაშიც კი, რომელიც წლობით მიტოვებული იყო და ოჯახები მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდნენ, ეპიდემიის მიმართ დამოკიდებულებამ ადამიანებული დაკეტილი სახ-კარისკენ შემოაბრუნა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორისუბანში მცხოვრები ევა მდივნიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ 3-4 ოჯახია სოფელში, რომელიც გაზაფხულზე ეპიდემიის შიშით ჩავიდა და უკან არ დაბრუნებულან.

,,ეპიდემია ახლა ყველგანაა, ძნელია სადმე უსაფრთხო ადგილი იპოვო, მაგრამ სოფლები მაინც უფრო დაცულია. ნაკლები მოძრაობაა, მეზობლებიც კი ვერიდებით ერთმანეთს, ვცდილობთ, უსაფრთხოდ ვიყოთ. საბედნიეროდ, ეპიდემიის შემთხვევები არ გვაქვს. რამდენიმე ოჯახი გორისუბანში ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩამოვიდა და გამოზამთრებასაც აქ აპირებს. 4 ოჯახი ჩამოვიდა ამ მიზნით, მხოლოდ 1 დაბრუნდა, სამსახურის გამო დარჩენის პრობლემა ჰქონდათ. ვინც დაბრუნდა, ბოსტანიც აქვს, პირუტყვიც იყიდა და ნორმალურად მოეწყო", - ამბობს ევა მდივნიშვილი.

ოჯახები დაბრუნდნენ ყაზბეგშიც, დადასტურებული ინფორმაციით, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კახი ჯანყურაშვილმა მოგვაწოდა, მამა-პაპისეულ სახლ-კარს სულ 60 ოჯახი დაუბრუნდა. აქედან მარტო სნოში 10 ოჯახია, რომელმაც სამეურნეო საქიანობასაც მიჰყო ხელი. 

,,ხალხი დაბრუნდა და ეს სოფელმაც იგრძნო, წელს მეტი მიწა დამუშავდა, მოსავალი მეტი მივიღეთ. სამყოფი პროდუქტი ყველა ოჯახშია. როგორი ზამთარიც არ უნდა იყოს, არავინ დარჩება მშიერი, ეპიდემიასაც უფრო მხნედ გადავიტანთ, თუ აქამდეც მოაღწია. დაბრუნებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მთის რეგიონს წარმოვადგენთ, ბევრი შეღავათია და ყველა პირობა, რომ ადამიანს სოფელში ცხოვრების მოტივაცია ჰქონდეს, გაუჭირვებლად იცხოვროს", - ამბობს ჯანყურაშვილი report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system