თავში

covid-19-ის გავლენა სადაზღვევო ინდუსტრიაზე

covid-19-ის გავლენა სადაზღვევო ინდუსტრიაზე
covid-19-ის გავლენა სადაზღვევო ინდუსტრიაზე

მეორე კვარტალში სადაზღვევო კომპანიების თითქმის გაორმაგებული მოგება სადაზღვევო ინდუსტრიაში პოზიტივად არ მიიჩნევენ. როგორც სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, სექტორში მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია და რეალური სტატისტიკა წლის ბოლოს დაიდება. მისი თქმით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 30%-იანი მოგება ეპიდემიისგან ,,შეიჭამა" და  დარგი რეალურად ზარალზეა გასული.

,,შედეგს დავითვლით წლის ბოლოს და ვნახავთ, რომ საქმე ნამდვილად რთულადაა. დაფიქსირებული მოგება ხარჯის დათვლით არის მიღებული და არსებული ვითარების არაადეკვატურია. კერძოდ, მარტის ბოლოდან, ძირითადად აპრილ-მაისში, როცა ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ჩვენ ბუნებრივად შეგვიმცირდა ხარჯი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზარალი დაბალი იყო დაბალი: ხალხი სახლში იჯდა, ვერც ექიმთან მიდიოდა, ვერც მანქანით მოძრაობდა და ვერც რემონტს ახერხებდა. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა პოზიტიური ციფრები, როცა პროცესიები უაღრესად ნეგატიურია. ახლა, როცა გაიხსნა ეკონომიკა და მოთხოვნამ მოიმატა, სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა თანდათან რეჟიმში ჩადგაა. რეალურად მძიმე მდგომარეობაა იმიტომ, რომ ეკონომიკაში პრობლემაა. მართალია, სადაზღვევო ინდუსტრიას 2020 წლის პირველ კვარტალში ზრდა ჰქონდა თითქმის 30%, მაგარმ შემდეგ პერიოდში ეს მოგება ეპიდემიამ ,,შეჭამა". პრემიის დონით ახლა ვართ ოდნავ იმაზე მეტი, ვიდრე  შარშან ვიყავით. ცხადია, ცუდია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან არის დარგები, რომლებმაც შემოსავლების ნახევარი დაკარგეს, ზოგმაც - მეტი. სადაზღვევო ინდუსტრიის დანაკარგი კი სრულად წლის ბოლოს გამოჩნდება, ჯერ მხოლოდ ციფრებია, ამის მეტს სტატისტიკა ვერაფერს ამბობს", - აცხადებს report.ge-თან დევი ხეჩინაშვილი.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. არსებული მონაცემით, მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება კი 29,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system