თავში

დაბეგვრის როგორი წესი სჭირდება ბიზნესს

დაბეგვრის როგორი წესი სჭირდება ბიზნესს
დაბეგვრის როგორი წესი სჭირდება ბიზნესს

მიკრო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას დარგის სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ დახმარება სჭირდება არა კონკრეტულად რომელიმე მიმართულებას, არამედ ყველა სახის ბიზნესს, რომელიც პანდემიის გამო დაზარალდა. ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან საუბრობს იმაზეც,  ცვლილება სასურველი იქნებოდა დღგ-ს გადასახადთან დაკავშირებით, რათა ზღვარი ახლებურად განისაზღვროს ანუ 500 000 ზღვრამდე გაიზარდოს დაბეგვრის რეჟიმი. 

,,მიკრო ბიზნესი დღემდე არ იბეგრებოდა, თუ შემოსავალი 30 000 ლარამდე იყო. სხვა საკითხია, სტატუსის მიღმა რა შემოსავალიც ჰქონდა, ის იგულისხმებოდეს. გვაქვს მიკრობიზნესი, რომლის შემოსავალიც 30 000 ლარამდეა და სტატუსის მინიჭება ხდება შემოსავლების სამსახური მიერ, ამ ტიპის მიკრობიზნესი არ იმეგრება. მცირე მეწარმეების შემთახვევაშიც ასევეა, თუმცა მისი ბრუნვა განისაზღვრა 500 000-მდე, ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, მასზე 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. თუმცა დამატებითი ღირებულების ნაწილში გადასახადი მაინც იგივეა, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ მცირე ბიზნესის სტატუსით ანუ 1% დაბეგვრის რეჟიმით, მათთვი დამატებით დღგ-ს ზღვარი განისაზღვროს არა 100 000-ით, არამედ 500 000 ზღვრამდე გაიზარდოს დაბეგვრის რეჟიმი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ბიზნესისთვის. სახელმწიფოსთვისაც გარკვეული სიმშვიდის საფუძველია, რადგან ბევრი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და ლარის სტაბილურობის კუთხითაც დადებით გავლენას მოახდენს. თუმცა არ მგონია, მხოლოდ მიკრო ბიზნესზე აქცენტის გაკეთება ბიზნესის წახალისების კუთხით სრულყოფილ მიზანშეწონილობას იძლეოდეს", - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

ეკონომისტების შეფასებით, კრიზისულ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. როგორც ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათების შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესმა პრობლემასთან გამკლავება შეძლოს.

მისი შეფასებით, სანამ ქვეყანაში მსყიდვითუნარიანობის პრობლემაა, ვერც ბიზნესი მიაღწევს წარმატებას და ეკონომიკა განვითარების ერთ ეტაპზე გაჩერდება. 

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა.  საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ბიზნესს მომხმარებელი არ ჰყავს, ხოლო რეალიზაციის პრობლემა თუ ვერ მოგვარდა, კომპანიები ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას. ისეთი პროექტები უნდა შემუშავდეს, რაც ხელს შეუწყობს მსყიდვითუნარიანობის გაუმჯობესებას. მთავარი აქცენტი მაინც სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა გაკეთდეს. კარგია, რომ მიკრო ბიზნესს ეხმარებიან და იცვლება დაბეგვრის რეჟიმი, უფრო მარტივდება, მაგრამ არის მიმართულებები, რომელსაც ვერანაირი სახელმწიფო ინექცია ვერ უშველის. ბევრი რამ ახლიდან გვაქვს გასაკეთებელი, ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ და ახალი იდეები შევთავაზოთ მთავრობას, რა მიმართულებითაც არის საჭირო ყურადღების კონცენტრირება", - აცხადებს ზურაბ კუკულაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მიკრო ბიზნესის დაბეგვრის წესი. როგორც report.ge-ს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში განუცხადეს, მიკრო ბიზნესის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მინიჭების დღიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ასოციაციის განმარტებით, თუ პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე ახორციელებდა საქმიანობას, აღნიშნული პერიოდის შემოსავალი დაიბეგრება იმ რეჟიმით ან/და წესით, რითიც სარგებლობდა პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system