თავში

10 წელია ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონით ზარალობს - დაჭრილი თამბაქოს იმპორტი დაიბეგრება

დაჭრილი თამბაქოს იმპორტი დაიბეგრება
10 წელია ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონით ზარალობს - დაჭრილი თამბაქოს იმპორტი დაიბეგრება

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ დაჭრილი სახით ხდება, რაც ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.


"პრობლემა დადგა სწორედ ის, რომ კანონმდებლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს უცვლელი ნორმა, რომ გადასახადი თამბაქსოთან მიმართებაში იყო მიბმული შეფუთვის სახეობაზე, კერძოდ რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად პროდუქტის, ე.წ გასახვევი თამბაქოს იმპორტი ხდება დაუბეგრავად, ანუ აქციზის გადასახადის გარეშე. ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობაში 10 წელზე მეტია ესეთი ნორმა არის ჩარჩენილი, რომ 500 გრამზე მეტი მოცულობით თუ შემოდის თამბაქო, მისი განაკვეთი არის ნულოვანი. წინა ცვლილებების შემდგომ არსებითად შეფუთვების მოცულობა დაიწყო სწორედ ამ ფორმით, საბაჟოზე იმპორტის დროს 500 გრამზე მეტი შეფუთვით და მისი დაბეგვრა არ ხორციელდება და ვერ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამან რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system