თავში

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ხარჯი გაიზრდება

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ხარჯი გაიზრდება
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ხარჯი გაიზრდება

საპენსიო ფონდში თანადაფინანსების ზრდას მთავრობა ლარის გაუფასურების საკომპენსაციოდ ცდილობს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაციით, იზრდება დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნები, კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ზრდა 20 მილიონი ლარით, 110 მილიონ ლარამდე არის დაგეგმილი. მთავრობა ამ ცვლილების არგუმენტად მიიჩნევს ფაქტს, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე სქემის ამოქმედებამდე იყო პროგნოზირებული.

თუმცა ეკონომისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. დაგროვებითი საპენსიო სქემაში თანადაფინანსების ხარჯის ზრდას აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ლარის გაუფასურების საკომპენსაციოდ მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი თქმით, მოსახლეობის მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის მსყიდვითუნარიანობა მცირდება და ამ პროცესის საპასუხოდ მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

,,მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი ფული რეალურად ძალიან გაუფასურებულია. დღეს მას მსყიდვითუნარიანობა არ აქვს, ამიტომ 20 მილიონიანი ზრდაც კომპენსირების მიზნით გადაწყდა. სახელმწიფო ცდილობს, არსებულ ფულად რესურსს როგორმე მსყიდვითუნარიანობა შეუნარჩუნოს. თუმცა, ესეც არასაკმარისი იქნება, თუკი კურსი ამ ტემპით გაუფასურდება. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ საპენსიო ფონდში თავმოყრილი თანხის აკუმულირება ვერ მოხერხდა. ამაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და განთავსების საშუალება ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენი ვალუტის საქმე კი ასე ცუდად წავა, ხალხს, საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში, არაფერი დარჩება", - განმარტავს აკადემიკოსი. 

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system