თავში

დამსაქმებელთა და მედიატორთა ასოციაციები თანამშრომლობას იწყებენ

​დამსაქმებელთა და მედიატორთა ასოციაციები თანამშრომლობას იწყებენ
დამსაქმებელთა და მედიატორთა ასოციაციები თანამშრომლობას იწყებენ

დღეს 10 ნოემბერს, 11:00 საათზე,ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის მიზანია შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა და პოპულარიზაცია საქართველოში.

მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა, პროექტების, ტრენინგების/სემინარების და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.

"საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით დავებზე მედიაცია, ვინაიდან გაჭიანურებული სასამართლო დავები აზარალებს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გააქტიურდა პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე თანამშრომელთა შემცირებების გამო გაზრდილია სასამართლოში მიმართვიანობა შრომით დავებზე. შესაბამისად, მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება და პოპულარიზება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დავების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით," - განმარტავენ დამსაქმებელთა ასოციაციაში.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system