თავში

დანიამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაყვანის ნებართვა გასცა - პროექტი შედგება

დანიამ ნებართვა გასცა - პროექტი შედგება
დანიამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაყვანის ნებართვა გასცა - პროექტი შედგება

Deutsche Welle-ს ცნობით, დანიის ენერგეტიკულმა სააგენტომ „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ნებართვა გასცა. დღემდე დანია ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც „გაზპრომს“ გაზსადენის საკუთარ წყლებში გაყვანის ნებართვას არ აძლევდა.

რუსული პროექტი გაზსადენის ორი განშტოების გაყვანას გულისხმობს, რომლის ჯამური საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ ბუნებრივ გაზს შეადგენს. გაზსადენი რუსეთის სანაპირობან, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, გერმანიამდე მიაღწევს.

„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ ექსპლუატაციაში დეკემბრის ბოლოს უნდა შევიდეს. რუსული გამოცემები წერდნენ, რომ მილსადენის გაშვების ვადა შესაძლოა ერთი წლით გადადებულიყო, თუ დანია მისი სხვა მარშრუტით გაყვანას დაჟინებით მოითხოვდა.

დანია იღება ვალდებულებას, ნება დართოს გაზსადენის გაყვანაზე გარემოზე ზრუნვის გათვალისწინებით და აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა, მიუთითოს მარშრუტი, რომელზეც მას გაიყვანენ“, – ნათქვამია დანიური უწყების განცხადებაში.

1–ელ ოქტომბერს „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ანგარიში წარადგინა – პროექტის 83% შესრულებული იყო. 

"დღეისათვის ბალტიის ზღვის ფსკერზე 2042 კილომეტრიანი გაზსადენი – მისი მთელი სიგრძის 83% გაყვანილია“, – ნათქვამი იყო კომპანიის ანგარიშში.

მანამდე გაზსადენის მშენებლობაზე ნებართვები გერმანიამ, ფინეთმა და შვედეთმა გასცეს.

„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან უკრაინა, რომელიც შიშობს რომ ამ პროექტის შემდეგ დაკარგავს ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტორის ფუნქციას, ასევე ლატვია, ლიტვა, პოლონეთი. ეს ქვეყნები ენერგოპროექტს რუსეთის პოლიტიკურ იარაღად მიიჩნევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system