თავში

დასაქმება წლიურად 1.9%-ით შემცირდა

დასაქმება წლიურად 1.9%-ით შემცირდა
დასაქმება წლიურად 1.9%-ით შემცირდა

2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 12.3%-ით შემცირების ფონზე, დასაქმებულთა რიცხვმა წლიურად 1.9%-ით იკლო. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), წლიურად 10.5%-ით შემცირდა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა კლებამ წლიურად 2.5% შეადგინა და 2020 მეორე კვარტალში ამ მაჩვენებლის საშუალოთვიური მნიშვნელობა 1,150 ლარს გაუტოლდა. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 9.0%-ით გაიზარდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

სებ-ის განმარტებით, ამ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოშვების კლებაა, რომლის ფონზე საწყის ეტაპზე მომუშავე პერსონალს შრომის ანაზღაურების განაკვეთები ძირითადად მაინც შეუნარჩუნდათ. 

ცენტრალური ბანკის ცნობით, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდა ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, პანდემიის ფონზე, მიწოდების მხარეს არსებული შეზღუდვებისა და გამოშვების კლების გათვალისწინებით, აღნიშნული ზრდა მოსალოდნელიც იყო. შემდგომ პერიოდებში, ეკონომიკური ვარდნის შენელება პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდის ტემპზეც შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system