თავში

დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება - თურნავა

დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება - თურნავა
დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება - თურნავა

დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა ახლდა თან ენერგეტიკულ პროექტებს, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის, 40-მდე ახალი მემორანდუმი გამფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლაზე და შემდეგომ უკვე მშენებლობაზე, დაახლოებით, 500-1000 მგვტ დადგმული სიმძლავრის ადგილობრივი ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო სხვადასხვა, ძირითადად კი, ქართველი ინვესტორების მიერ, ესაა როგორც ჰიდრო, ასევე ქარი და მზე.

დღესაც ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩვენ გამოვიტანეთ, ესაა ქარის 50 მგვტ-იანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე კი იწყება შესწავლა, არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს, ჩვენი რეფორმირებული მხარდაჭერის მექანიზმით, ე.წ. Feed-in Premium-ით ისარგებლებს მხოლოდ. დღეს ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მონაცემები ვთქვათ, იმიტომ, რომ მხოლოდ კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი და შემდეგ კვლევა დაადასტურებს, მაგრამ ეს არის $70 მილიონის ინვესტიცია, ქარის, მწვანე პროექტი და საკმაოდ მიმზიდველი", -  განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system