თავში

დასჭირდება თუ არა საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს კოვიდ-პასპორტები

დასჭირდება თუ არა საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს კოვიდ-პასპორტები
დასჭირდება თუ არა საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს კოვიდ-პასპორტები

„კოვიდპასპორტზე ჩვენი მხრიდან საუბარი ნაკლებად იყო, ეს იყო უბრალოდ საერთაშორისო არეალზე არსებული ერთ- ერთი ოპცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთში განიხილავდნენ. სამწუხაროდ, რეალობა დღეს, კოვიდ-19-ის პერიოდში, ისეთია, რომ არც ერთ ქვეყანას, ფაქტობრივად და მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსაც ჯერ არ აქვთ განმარტებული და გამოტანილი საჯაროდ ის გადაწყვეტილება, თუ როგორ მოხდება არაევროკავშირის ქვეყნებთან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლების რეგულაციები," - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროტოკოლი თუ როგორ მოხდება საერთაშორისო მოგზაურების მიღება, არის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის შეთანხმების საფუძველი. 

"მოგეხსენაბთ, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას რიგ ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან დაბალი რიცხვებით და ძალიან პოზიტიურ ეპიდმდგომარეობით და მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა ერთმანეთში დაასრულებს იმ მოლაპარაკების ციკლს, რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველასთვის საჯარო. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ყველა რეგულაცია, ყვლა მიდგომა, ზოგადად, საერთაშორისო ტურიზმის გახსნა, იქნება ძალიან ფრთხილი, ეტაპობრივი და მაქსიმალურად იქნება ყველა ის აქტივობა გატარებული, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობისთვის მთავარი ამომავლი წერტილი დღეს არის ის, რომ ამოქმედდეს ეკონომიკა და ამოქმედდეს ისეთი ფორმით, რა ფორმაც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. და დასძინა, რომ გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია ფრენებს აღადგენს.

“ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და მათ შორის გერმანია, რომელმაც თქვა, რომ არათუ მესამე ქვეყნებს არ გაუხსნის საზღვარს, არამედ გაახანგრძლივა ზოგადად საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე, არ მოიაზრებს მხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ზოგადად გერმანიის მიდგომა ტურიზმთან მიმართებაში ბოლომდე ეფუძნება თვის ბოლომდე შიდა ტურიზმს, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალაინ მაღალია და ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის და შესაბამისად, ევროკავშირის და იქნება გადაწყვეტილება და პრინციპი გერმანიის, ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება საერთაშორისო მოგზაურების, საქართველო, მისი დღევანდელი პოზიციონერიბით და უსაფრთხოების ინდექსით იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ტურისტული ნაკადები, თუმცა განვმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს კრიტერიუმები და რეგულაციები ჯერ კიდევ ევროკავშირსაც არ აქვს შემუშავებული”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system