თავში

DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება

DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება
DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება.  DataFest Online 2021 წლის 20 მაისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონებისა და გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ღონისძიება გააერთიანებს გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

21 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, AI Startup Expo-ს ფარგლებში, ფესტივალზე წარსდგებიან ქართველი სტარტაპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაუზიარა საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.წელს ფესტივალი უმასპინძლებს ისეთ გამომსვლელებსა თუ ტრენერებს, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden - ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system