თავში

დაწესდება თუ არა ავტოტრანსპორტისათვის უტილიზაციის გადასახადი

დაწესდება თუ არა ავტოტრანსპორტისათვის უტილიზაციის გადასახადი
დაწესდება თუ არა ავტოტრანსპორტისათვის უტილიზაციის გადასახადი

სპეციალისტები განბაჟებისას ავტოტრანსპორტისათვის უტილიზაციის გადასახადის დაწესებას რეკომენდირებენ. 

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაციის, ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის",  ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადებს, საქართველოში მილიონ 400 ათასი ავტომანქანაა რეგისტრირებული, მაგრამ ათობით ათასი მანქანა გაჩერებულია. მისივე თქმით, არ არსებობს გაწერილი გეგმა, რომლითაც მანქანების უტილიზაციის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი. არადა, ექსპერტის თქმით, რაც უფრო ძველდება ავტოპარკი, მით უფრო გაიზრდება უტილიზაციის აუცილებლობა.

ხშირად, მანქანები, რომლებიც ტექდათვალიერებს ვეღარ გადიან, დგანან ეზოებში, ქუჩებში. კვაშილავა ამბობს, რომ თუ განბაჟებისას ავტოტრანსპორტისათვის უტილიზაციის გადასახადი ამოქმედდება, გაჩნდება ფულადი რესურსი ეს პროცესი ცივილურ ფორმებში წარიმართოს: უტილიზაციის გადასახადი ჩაერიცხება, სახელმწიფოს მიერ კონკურსით შერჩეულ კომერციულ სტრუქტურას, რომლის მოვალეობაც იქნება - დაზიანებული მანქანების ქუჩებიდან სპეციალურად შემოღობილ ადგილას გადატანა და უტილიზაცია. კვაშილავა გვიხსნის, რომ ამ ტიპის გადასახადი მსოფლიოში აპრობირებულია.

მიტოვებული მანქანები მრავლადაა ე.წ. ვულკანიზაციებთან, რის გამოც, ხშირად, ობიექტები ტროტუარებსა და ქუჩებზეა „გადმოსული“, ამიტომაც, ექსპერტები ამბობენ, რომ  კანონში ხაზგასმითაა ჩასაწერი, რომ დაუშვებელია ქუჩაზე, ტროტუარზე, ისეთი ეკონომიკური საქმიანობის წარმოება, რომელიც ხელს უშლის ქვეითებს თუ ავტომობილებს.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური კი მოქალაქეებს მიმართვას, რომ, თუ ვინმე შენიშნავს მანქანას, რომელიც სამ თვეზე დიდი ხანია ერთ ადგილას დგას, შეუძლია მათ სამსახურს მიმართოს.

საქმე ისაა, რომ პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა უძრავად დგას სამი თვის განმავლობაში ერთ ადგილას, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს აქვს უფლება ეს ავტომობილი გადაიყვანოს. სამსახურს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტრაილერტების გადაყვანის უფლება არ აქვს, თუმცა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა კანონის დასახვეწად. 

გასათვალისწინებელია, რომ კანონში გაჩნდა ჩანაწერი მანქანის ხანგრძლივი დგომისთვის ჯარიმის განმეორების თაობაზე. ასე რომ, თუ ადრე ერთხელ დაწერილი ჯარიმა იყო იმის გარანტი, რომ მეორედ მანქანაზე ჯარიმას ვეღარ გამოწერდნენ, ახლა ჯარიმა ავტომფლობელს დაეწერება განმეორებითაც. გაიზარდა ჯარიმის ოდენობაც, ის 50 ლარი გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system