თავში

დავით ნარმანია შესაძლოა სემეკის თავმჯდომარე გახდეს

დავით ნარმანია შესაძლოა სემეკის თავმჯდომარე გახდეს
დავით ნარმანია შესაძლოა სემეკის თავმჯდომარე გახდეს

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია სავარაუდოდ, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე გახდება.

ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პროცედურები, არც თუ ისე მარტივი, სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ვნახოთ... იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი" - აღნიშნა ნარმანიამ.

ამ დრომდე აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს ირინა მილორავა იკავებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system