თავში

დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგრანტო პროექტები განიხილა

დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგრანტო პროექტები განიხილა
დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია FAO-სმხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, მათ შორის, ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებასა და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ყურადღება ფერმერებისთვის ცოდნის და საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო ახალი საგრანტო კომპონენტის ამოქმედების საკითხს, რომლის ფარგლებშიც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოფლის განვითარების, ხოლო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის აგრარული დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობის შესახებაც და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system