თავში

დედაქალაქისთვის მიკროავტობუსების შესყიდვა გადაიდო

დედაქალაქისთვის მიკროავტობუსების შესყიდვა გადაიდო
დედაქალაქისთვის მიკროავტობუსების შესყიდვა გადაიდო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა, რომ  კორონავირუსის გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა მერმა თქვა, რომ მათ აუცილებლად შეიძენს

როგორც კალაძემ განმარტა, იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, მერია რიგ პროექტს ახორციელებს. 

"მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა. დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ჩვენ ასევე ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს," - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში მალე ველოსიპედის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.  მერია ველოსიპედების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის გადასაყვანად მოსახერხებელი სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას აპირებს.

გუშინ კი ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system