თავში

დეფიციტის გამო ჯართის ფასი გაორმაგდა

დეფიციტის გამო ჯართის ფასი გაორმაგდა
დეფიციტის გამო ჯართის ფასი გაორმაგდა

ადგილობრივ ბაზარზე ჯართზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ჩასაბარებელი ლითონები ფაქტობრივად არ არის. ამის შეასხებ report.ge-ს ჯართის შემგროვებლებმა განუცხადეს. ფაქტს ადასტურებენ სპეციალისტებიც და აცხადებენ, რომ მარაგების კლება როგორც შავ, ასევე ფერად ლითონს შეეხება, რის ფონზეც ფასი არნახულად ძვირია. როგორც აღმოჩნდა, 1 ტონა ჯართის ღირებულება 800 დოლარამდეა, როცა ორიოდე წლის წინ ფასი 400 ლარს არ აჭარბებდა.

ჯართის შემგროვებელი ერიკ კოტოშიანი ამბობს, რომ შემცირდა მოსახლეობისგან შესყიდული უვარგისი ტექნიკის რაოდენობაც, რის გამო ბევრმა ამ საქმიანობას თავი მიანება.

,,ვყიდულობთ ყველანაირ ჯართს - როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარ მანქანებს, ჯართად ქცეულებს. რაოდენობა კი ყოველწლიურად მცირეა. 1 კგ. ჯართში 80 თეთრს ვიხდით, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ფასი, დეფიციტის გამო ვერსად ვშოულობთ. ძველი საბჭოური ტექნიკა ბარდებოდა წლების განმავლობაში, ეს მარაგიც ამოწურვაზეა, იშვიათად, რომ სადმე შემორჩენილი იყოს. შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და ხელმოცარული დაბრუნდე სახლში, ჩამბარებელ პუნქტში 100 კილოგრამი ჯართიც ვერ მიიტანო. ასე თანდათან აზრსაც კარგავს ეს საქმიანობა, ბევრმა თავი დაანება კიდეც", - ამბობს ერიკ კოტოშიანი.

ფერადი და შავი ლითონების დეფიციტი report.ge-ს გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემაც დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ძირითადად გამოუსადეგარი ავტომობილები და ავტონაწილები იყიდება, რასაც ძირთადად ადგილობრივ საწარმოებში აბარებენ.

,,დღესდღეობით ჯართის მარაგი მცირე გვაქვს. რაც არის, ან ადგილობრივი საწარმოები ყიდულობენ ან ექსპორტზე გადის თურქეთში, ინფდოეთსა და ჩინეთში.  ძირითადი მარაგი ამოწურულია. მიმღებ პუნქტებში ხდება ისეთი ლითონის ჩაბარება, რომლის გადამუსავება და განახლებაც შესაძლებელია. გასულ წლებში საბჭოური ტექნიკა აქა-იქ მაინც იყიდებოდა, ახლა თითქმის მთელი ჯართი გამოუსადეგარი მანქანებისა და ავტონაწილებისგან შედგება. დეფიციტშია ასევე ფერადი ლითონი, როგორიცაა სპილენძი, თითმერი, ალუმუნი და სხვა. ჩვენ სპილენძის ჯართი აღარც კი გვაქვს, საუკუნის ბოლოს გაიზიდეს თურქეთში, არ მგონია, სადმე შემორჩენილი იყოს“, - აღნიშნა ნოდარ ფოფორაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system