თავში

დეკემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 160.1%-ით გაიზარდა

დეკემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები
დეკემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 160.1%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (41.4 პროცენტი) და რუსეთი (20.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 15.9 პროცენტით გაიზარდა და 199.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით 24.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

სებ-ის მიხედვით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (160.1 პროცენტით) და უკრაინიდან (95.2 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.1 და 2.7 პროცენტული პუნქტებით აისახა. 

ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (26.9 პროცენტით), რაც, სებ-ის განმარტებით, იტალიიდან (33.4 პროცენტით), საბერძნეთიდან (14.4 პროცენტით) და გერმანიიდან (60.9 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

სებ-ის შეფასებითვე, დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (6.7 პროცენტით) და აშშდან (35.1 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system