თავში

დეკემბერში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთი ტრანზაქცია განხორციელდა

დეკემბერში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთი ტრანზაქცია განხორციელდა
დეკემბერში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთი ტრანზაქცია განხორციელდა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე დეკემბერში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა. როგორც საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბირჟაზე ფასიან ქაღალდებზე დღიურმა საშუალო ბრუნვამ 11 ლარი შეადგინა.

დეკემბერში განხორციელებული ერთადერთი ტრანზაქცია ლიბერთი ბანკს ეკუთვნის, მისი ღირებულება  250 ლარს შეადგენს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.

ცნობისთვის, საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას. ის სთავაზობს საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system