თავში

დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა სასტუმრობში მინიმუმზეა

დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა სასტუმრობში მინიმუმზეა
დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა სასტუმრობში მინიმუმზეა

დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა კახეთის სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში 3%-ს, სხვა რეგიონებში 4%-ს, ხოლო ზღვისპირა სასტუმროები მიმდინარე ჯავშნებით დატვირთული არ არის.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ნოემბრის რეალური დატვირთულობამ კახეთსა და სხვა რეგიონებში დაახ. 9% შეადგინა, რასაც თბილისი მოყვება 8%-ით. 

კვლევის მიხედვით, ზღვისპირა სასტუმროები ნოემბერში 2%-ით იყო დატვირთული. 

გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა გაიზარდა ზღვისპირეთში, თბილისში და სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში კლება დაფიქსირდა. რაც სეეხება ფასდაკლებებს არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system