თავში

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირები მო
დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან მოხდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის.

დღეს საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system