თავში

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციებტი 38.59 პროცენტია

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციებტი 38.59 პროცენტია
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციებტი 38.59 პროცენტია

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისათვის 28.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 549.44 მლნ ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.30%-ით მეტი).

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 291.09 მლნ ლარით,ანუ 2.24%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.72%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 258.35 მლნ ლარით, ანუ1.70%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.95%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 38.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით,დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.68 პროცენტული პუნქტით(გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა1.80 პროცენტული პუნქტით). ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.18% შეადგინა,მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.67%,ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.57%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.46%, ხოლო ევროს წილმა14.18% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system