თავში

Deutsche Bank-ს რესტრუქტურიზაცია ძვირი უჯდება

Deutsche Bank-ს რესტრუქტურიზაცია ძვირი უჯდება
Deutsche Bank-ს რესტრუქტურიზაცია ძვირი უჯდება

Deutsche Bank-ს მესამე კვარტალში რესტრუქტურიზაცია ძვირი დაუჯდა. როგორც  მედია იუწყება, ქვეყნის ყველაზე ცნობილმა საფინანსო ინსტიტუტმა წლის მესამე კვარტალში რესტრუქტურიზაციის ხარჯების გამო, 832 მილიონი ევროს ზარალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ სიახლის გავრცელებას ბანკის აქციებზე ფასების ვარდნა მოჰყვა. ბიზნეს-პორტალების ცნობით, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ბანკის აქციების ღირებულება 5,7%-ით დაეცა.

შეგახსენებთ, ეს არის რიგით მეორე კვარტალი, რომელსაც ბანკი რესტრუქტურიზაციის გამო ზარალით ხურავს. მეორე კვარტალში ბანკის დანაკარგმა 3.15 მილიარდი ევრო შეადგინა.

ცნობისათვის, ამ დროისთვის Deutsche Bank რესტრუქტურიზაციის ფართომასშტაბიან პროცესს აწარმოებს, რაც საფინანსო ინსტიტუტში 18.000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისიწნებს, შედეგად, ხარჯების მასშტაბური დაზოგვა მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system