თავში

დღეიდან ეკონომიკის დაჩქარებული ტემპით გახსნა დაიწყო

დღეიდან ეკონომიკის დაჩქარებული ტემპით გახსნა დაიწყო
დღეიდან  ეკონომიკის დაჩქარებული ტემპით გახსნა დაიწყო

"ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები, აგრეთვე, ბიზნესმა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გასცემენ.

„გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არაა, ესაა გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის რისკი რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system