თავში

დღეიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე კომპანიები დარეგისტრირდებიან

დღეიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე კომპანიები დარეგისტრირდებიან
დღეიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე კომპანიები დარეგისტრირდებიან

დღეიდან ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს სატესტო რეჟიმის ფარგლებში სავაჭრო პლატფორმაზე დაარეგისტრირებს. შექმნილი ანგარიშების მეშვეობით კომპანიებს სატესტო რეჟიმში განაცხადების გაკეთების საშუალებაც ექნებათ.

ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის, ირინა მილორავას ინფორმაციით, სატესტო პლატფორმა უკვე გამზადებულია, დღეიდან დაიწყება მონაწილეების რეგისტრაციას ამ პლატფორმაზე და მათთვის  სავაჭრო პორტფელები შეიქმნება. დაახლოებით 100-მდე ადამიანია რეგისტრირებული ყველა სემინარსა და ტრენინგზე. პროცესი 1-ელ ივლისამდე უნდა გაგრძელდეს.

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2021 წლის 1-ელ ივლისამდე იმუშავებს.

ირინა მილორავას განმარტებით, ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ  ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა.  აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. 

"ყველაზე საინტერესო პროცესი ახლა იწყება იმიტომ, რომ სატესტო რეჟიმში უნდა გაეშვას ბაზარი. სატესტო რეჟიმი იქნება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. შესაბამისად, დავიწყეთ მონაწილეების რეგისტრაციაც. ივლისის ბოლოდან რამდენიმე საინტერესო ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. მატ შორის, მთავარი ისაა, თუ როგორი ბაზრები გვექნება მომავალში, რა აუცილებელი უნარები სჭირდებათ მონაწილეებს“,- აღნიშნა მილორავამ და დღით ადრე და დღიური ბირჟის წესების მნიშვნელობაც განმარტა. კერძოდ, დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით.  მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება. 

"დღით ადრე და დღიური ბაზრები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გააკეთონ თავიანთი სავაჭრო პორტფელის ოპტიმიზაცია და დღეს უკვე გააკეთონ განაცხადები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ჩაირთვება დღიური ბაზარი, რომელიც ასევე საინტერესოა. ის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს მონაწილეებს. ანუ, ფიზიკური მიწოდების საათამდე 1 საათით ადრეც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება“,- განმარტავს მილორავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system