თავში

დღეიდან Lufthansa-მ საქართველოში ფრენები განაახლა

დღეიდან Lufthansa-მ საქართველოში ფრენები განაახლა
დღეიდან Lufthansa-მ საქართველოში ფრენები განაახლა

3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. მათივე ცნობით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაემგზავრა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

- მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
- თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system