თავში

დღეიდან ზამთრის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება

დღეიდან ​ზამთრის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება
დღეიდან ზამთრის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება

დღეიდან ზამთრის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთვება. წესების თანახმად, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვება იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ღია საბაგიროებს, ექვსკაციან სკამებზე სამი, ხოლო 4 კაციანზე 2 პირი დაიშვება. გუდაურის საბაგიროებით სარგებლობის ფასი 10 ლარით განისაზღვრა, რაც შეეხება ერთდღიან აბონემენტებს, მისი ფასი 40 ლარია.

მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა დაწესებული რეგულაცია. დასაქმებულ პირებს პისიარ ტესტის ჩატარება და ორ ნაკადად მუშაობა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის ფონზე ზამთრის კურორტებიდახურული იყო. ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყდა. სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system