თავში

დღეისთვის ლარის კურსი გაუფასურდა

დღეისთვის ლარის კურსი გაუფასურდა
დღეისთვის ლარის კურსი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0532 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0465 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0067 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი  3.4477 ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.4221 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0256 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 6 ივლისს დაადგინა, ხვალიდან, 7 ივლისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0528 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system