თავში

დღეს 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
დღეს 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 1 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. 

მოთხოვნამ შეადგინა 62 982 000 ლარი. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.040 პროცენტით, მაქსიმალური 8.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.088 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 173 480 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.167 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system