თავში

დღეს გიორგი გახარია დავოსში მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს გიორგი გახარია
დღეს გიორგი გახარია დავოსში მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარია დღეს აგრეთვე შეხვდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანხელ გურიას. 

პრემიერის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვინაიდან საქართველო მომავალ წელს აღნიშნული ორგანიზაციის დიდ ღონისძიებას მასპინძლობს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სადაც მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. ჩიქოვანის ინფორმაციით, იქნება შეხვედრები ბიზნეს წრეებთან, ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიც არის მაგალითად City group და სხვა.

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ მთავრობის მეთაური აქცენტს იმ შესაძლებლობებზე გააკეთებს, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ქმნის.

დღესვე პრემიერმინისტრი მსოფლიო მასშტაბის ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, როგორიცაა: ფილიპს ლაითინგი, კამილ ბლოხი და აქსიონა.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი, ეს გახლავთ პანელური დისკუსია, რომელიც დაეთმობა ევროპის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ამ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის საინტერესოა ის ხედვა რომელიც გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მტკიცე ევროპას, რომელშიც ჩვენს თავსაც ვხედავთ და ვხედავთ იმას, რომ ევროპა და ევროკავშირი არის უფრო მეტი შესაძლებლობების შემქმნელი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ზოგადად, ამ კონტინენტზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის," - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system