თავში

დღეს ლარის კურსი ისევ გაუფასურდა

დღეს ლარის კურსი ისევ გაუფასურდა
დღეს ლარის კურსი ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 25 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0551 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0005 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4317 ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.4266 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0051 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 27 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg -ზე 1 დოლარი 3.0562 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system